2013 წლის დეკემბერში გაიმართა ჩვენება სპექტაკლისა "ტარომ არის თოვლი თეთრი".სპექტაკლი არის ერთმოქმედებიანი და საკმაოდ სახალისო. შინაარსი შემდეგია: თოვლს არ აქვს ფერი და მიდის ფერის საშოვნელად. ფერს სთხოვს სხვადასხვა ყვავილს: იას, ტიტას, მიხაკს, ვარდს, ბალახებს, მაგრამ არცერთი ყვავილი მას ფერს არ აძლევს. ყველა ეუბნება, რომ საახალწლო ზეიმზე მიდის და ფერი თავად სჭირდება. ბოლოს თოვლი ბუჩქის ძირას ხედავს პატარა ენძელას, რომელიც თავად სთავაზობს თოვლს ფერის განაწილებას. ასე, რომ თოვლს ენძელა აძლევს ფერს და ისინი ერთად მიდიან საახალწლო ზეიმზე, სადაც თოვლის ბაბუა გადასცემს საჩუქრებს.
საოცრად ითამაშეს ბავშვებმა. როლები ისე კარგად მოირგეს, ნამდვილი მსახიობები გეგონებოდათ. რამდენიმე საახალწლო სიმღერაც შემოგვთავაზეს და თავი საინტერესოდ წარმოგვიდგინეს.