ექსკურსიები





გორი-უფლისციხე-ატენი-გორი

  2014 წლის 15 ივნისს მოეწყო სასწავლო ექსკურსია მარშუტით გორი-უფლისციხე-ატენი-გორი. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა  ვარიანში ი.გოგებაშვილის სახლმუძეუმში ვიზიტი, თუმცა მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მარშუტის შეცვლა მოგვიწია, რასაც ჩვენი განწყობა არ შეუცვლია. :-)
სამახსოვრო ფოტო ატენის სიონში
ილია, შიო, მირიანი და მარიამი
უფლისციხეში

გამოქვაბულში
 დილითვე  ვესტუმრეთუფლისციხეს. წლებია ამ ქვის ქალაქში არ ვყოფილვარ და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დავრჩი ქალაქმუზეუმისორგანიზაციული გამართულობით.



    თავდაპირველად მოვთავსდით დარბაზში, სადაც გვაჩვენეს დოკუმენტური ფილმი უფლისციხის შესახებ. რა თქმა უნდა პატარებისთვის სრულად  გასაგები ვერ იქნებოდა ისტორიული ექსკურსი  ძველ ქალაქში, მაგრამ ისე მოეწონათ დოკუმენტურ ფილმში ჩართული ანიმაციური  სიუჟეტები, რომ დაინტერესდნენ ახლაც ხომ არ ცხოვრობენ  უფლისციხეში ის რაინდები და მოქალაქეები, ფილმში რომ ვნახეთო.


ანდრია მონიტორთან უფლისციხეში
გაბუტული თამთა მასწავლებელთან
  ფილმის შემდეგ შევუდექით ქალაქ მუზეუმის ქვიან გზას და თითქმის 2 საათი ისმოდა ჩემი თუ მშობლების მითითებები: ხელი მოკიდე დედას, არ ჩამორჩე მასწავლებელს, ამ ბილიკზე არ გაიარო, ფრთხილად ჩამოხტი, დადექი სურათი გადაგიღო და ა.შ. მოკლედ ძალიან იხალისეს ბავშვებმა, მაგრამ კარგადაც დაიქანცნენ. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ყველა ცივ წყალსა და ნაყინს ითხოვდა უკან ჩამოსვლისას.
უფლისციხე
    უფლისციხის შემდეგ ატენში წავედით. დედათა მონასტერი მოვილოცეთ, ვნახეთ ახლახან გარდაცვლილი გიმნაზიის თანამშრომლის დედა ნინოს საფლავი და სიონისკენ გავემართეთ. ეს უძველესი, გიგანტური კომპლექსი ჯერ კიდევ რესტავრაციის პროცესშია. ტაძარში სანთლები დავანთეთ, გარეთ ფოტოები გადავიღესთ და სასადილო ადგილის ძებნას შევუდექით. ერთი დაბლობი, მდინარე ტანას ნაპირზე დავბანაკდით და საღამომდე რა აღარ ითამშეს ბავშვებმა თუ მშობლებმა: წრეში ბურთი, ბადმინტონი, შეეჯიბრნენ სირბილში, იჭყუმპალეს წყალში და ითევზავეს კიდეც. რითი? პოლიეთილენის ბოთლებს მოაბეს წვრილღერიანი ბალახის ღეროები და წყალში აგდებდნენ. ზოგმა ბოთლი დაკარგა ( ვწუხვარ, ამით ხომ გარემო დავაბინძურეთ)  და მერე ტაქტიკა თავდვე შეცვალეს (ელენამ მოიფიქრა და დააპატენტა კიდეც გამონაგონი. ანკესებს მარტო მე ვაკეთებ და სხვები არ შემეცილოთო-გამოაცხადა), ბალახის მაგიერ ცელოფნის პარკებზე დაამაგრეს ბოთლები და ახლა აღარ წყდებოდა "თოკები".
მეთევზეები ტანაზე
    გამიჭირდა მათი წამოყვანა. ავტობუსში ჩასხდომისას მეგონა ისევ ისეთ ხალისზე იყვნენ, როგორც დილით, მაგრამ ათიოდე წუთის შემდეგ დაწყნარდნენ და მივხვდი, რომ სახლში მისვლისას  ძილის მეტი არაფერი ენდომებოდათ.
   ......კმაყოფილი ვარ დღით.....ექსკურსია ძალიან კარგი საშუალებაა  მოსწავლეების, მშობლებისა  და მასწავლებლის დასაახლოვებლად და დასამეგობრებლად. ეს კი ხელს უწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთობას.

No comments:

Post a Comment