ყოველ ჯერზე, როცა სასწავლო-შემოქმედებით გასვლას ვგეგმავ კლასთან ერთად, მოჭარბებულად მაქვს სხვადასხვაგვარი განცდები: სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ, რა ვნახოთ, ვინ დავპატიჟოთ და რას მოგვცემს ეს ერთი ექსკურსია, მოსწავლეებს, მასწავლებელს და თანამგზავრ მშობლებს? ყველაფერი გასათვლელი და დასათვლელია, ყველა დეტალი გასათვალისწინებელი, რომ ჩანაფიქრი გამართლდეს და სამახსოვრო გამოვიდეს. თუმცა ამ წინასწარ მღელვარებად ღირდა ისევ!
თავიდან დავიწყებ და შევეცდები, ბევრი რამ არ დამავიწყდეს.
ჯერ იყო და დაჯავშნილი თარიღი მძღოლმა არ ჩაინიშნა და აღმოჩნდა, რომ წინასწარ შეთანხმებული თარიღი მოულოდნელად ამოფრინდა განრიგიდან. თუმცა დღე, რომელიც შემდეგ ჩავნიშნეთ, გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ის დღე, როცა პირველად უნდა გვემოგზაურა. საკმარისი რაოდენობაც მოვგროვდით-მოსწავლეთა უმრავლესობა, მშობელთა ნაწილი და მე, კლასის დამრიგებელი.
დაგეგმილმა მარშუტმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ჩავიფიქრეთ: გორი-ცაიშის მონასტერი-ზუგდიდის დადიანების სასახლე+ულამაზესი ბოტანიკური ბაღი - და ანაკლია. ჩემი მოსწავლეების უდიუდესი ნატვრა, რომ ზღვა ენახათ, ავასრულე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს ზღვა საერთოდ არ ქონდა ნანახი. მე დავეხმარე მათ დიდი ხნის ოცნების ასრულებაში და ეხლავე მიხარია, როცა წარმოვიდგენ, რომ მათ ეს ფაქტი არასდროს დაავიწყდებათ: პირველად კლასთან ერთად ნახეს ზღვა და აქოჩრილ ტალღებს თამამად გაეთამაშეს.
No comments:
Post a Comment