ჩვენი სასწავლო წლის დასასრულს განხორციელდა ექსკურსია მარშუტით ახალდაბა- საგურამო - ჯვრის მონასტერი - შიო მღვიმეს მონასტერი - მცხეთა - ახალდაბა
ექსკურსია საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. განსაკუთრებით სამახსოვრო იყო ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი საგურამოში. თავის საქმეზე საოცრად შეყვარებული გიდი შეგვხვდა, რომელმაც ისე შთამბეჭდავად აგვიხსნა ყველაფერი და გვესაუბრა დიდი გენიის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისეულ დეტალებზე, რომ მოსწავლეებს, მეც და მშობლებსაც ტანში ჟრუანტელი გვივლიდა. მუზეუმის ეზოშივე დავაჯილდოვე მოსწავლეები ტრადიციულად საკლასო კონკურსებში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის. "წიგნის ჭიების" გამარჯვებული ლიზი ყულიაშვილია, ხოლო დედის დღისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის გამარჯვებული - დავით სეხნიაშვილი, რომლისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა ნომინაციის ლიდერობა.
უამრავი ფოტო გადავიღეთ ჯვრის მონასტერში, ასევე შიო მღვიმესა და მცხეთაში, სადაც სვეტიცხოველში დაბრძანებულია წმ.მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული.
ამინდი ზუსტად საექსკურსიო გვქონდა. გრილი, ღრუბლიანი, მგზავრობისას ოდნავ წამოწვიმა და წვიმაში იცეკვეს კიდეც ჩემმა ონავრებმა.
გაიზარდნენ რა თქმა უნდა შარშანდელ ექსკურსიასთან შედარებით და ეს ფოტოებშიც კარგადჩანს, გაისად ეჭვი მაქვს უმრავლესობა სიმაღლეში გამეჯიბრება კიდეც 👏
მომავალ ექსკურსიამდე მშვიდობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.....
Wednesday, June 19, 2019
Wednesday, May 8, 2019
მზადება სპექტაკლისთვის
ვემზადებით სპექტაკლისთვის: "კურდღელი ჰანსი და მზესუმზირები-ანუ ყველა სხვადასხვაა" -Hans Hase und Sonnenblumen-oder Jeder ist anders.
სიუჟეტი და ძირითადი სცენარი ავიღეთ ციკლიდან გერმანული კურდღელ ჰანსთან ერთად, რომელიც გოეთეს ინსტიტუტმა მაჩუქა გერმანიაში სემინარებზე ყოფნის დროს, ხოლო სცენარის ნაწილი იმპროვიზებულია, ასევე მოიცავს პატარა სიუჟეტებს ზღაპრებიდან.
სპექტაკლში მონაწილეობენ მე-7 კლასელებიც, რომლებიც მუსიკალურ გაფორმებაში გვეხმარებიან და ე.წ. ბექების მოვალეობას ასრულებენ.
ვნახოთ რა გამოვა, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. სპექტაკლის პრეზენტაცია დაგეგმილია ივნისის პირველ კვირაში. შედეგები იხილეთ ჩანართში ღონისძიებები,

Subscribe to:
Posts (Atom)