.....ჩემი პატარა ბარტყები მხოლოდ მაშინ გავიცანი, როცა სკოლის ადმინისტრაციამ მათი პირადი მონაცემები გადმომცა, რათა დავკავშირებოდი მშობლებს და მეთხოვა მათთვის, რომ ბავშვები შაბათს პარაკლისზე მოეყვანათ....
მათი ფოტოების ნახვისას მივხვდი, რომ ზუსტად ეს ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ ჩემ სადამრიგებლო კლასში და მაშინვე დაიდეს ჩემს გულში ბინა ამ ცელქმა ონავრებმა...
როგორი იყო პირველი დღეები? ოჰ, ძნელი, მაგრამ სიძნელე რა მოსატანია, როცა 20 მოსწავლე გიყურებს გაოცებული სახით. ზოგი ცდილობს დედას ან ბაღის მასწავლებელს მიგამსგავსოს, რომ უფრო გაუადვილდეს შეგუება ახალ გარემოსთან, ზოგი უცხოობს და ამას ცრემლებიც ვეღარ შველის, და როცა ეკითხები ტირილის მიზეზს, ამბობს, რომ ეძინება, ან დაიღალა. ზოგი სულაც იატაკზე "წამოწვება " დღის ბოლოს და არ გინდა დაარწმუნო , რომ იატაკი საწოლი არაა?
მაგრამ ეს პატარა ჩიტები პატარა საოცარი ბავშვები არიან. ყველას თავისებური მიდგომა, დალაპარაკება, მოფერება და სიყვარული ჭირდება. დაუსრულებლად შეიძლება ვილაპარაკო მათზე და არ მომწყინდეს მათი ოინების გახსენება... უკვე მიყვარს ისინი....
ანნა მასწავლებელი
No comments:
Post a Comment