4 ივნისს ჩატარდა ღონისძიება "ანბანის გაცილება". მოსწავლეები მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ წინასწარ მომზადებული მასალით. ღონისძიება დაიწყო დედაენის შესახებ ლექსებით, შემდეგ გაგრძელდა ანბანის ასოებზე შექმნილი კოლაჟით. პროექტის შემადგენელ ნაწილი იყო ასევე ინგლისურ ენაზე მომზადებული დამატება, რომელიც შედგებოდა ინგლისური ლექსების, სიმღერებისა და მინიდიალოგებისგან. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო ალბომები, რომლებიც სიურპრიზი აყო მათთვის, რამაც უფრო მეტად გაახალისა პირველკლასელების ღონისძიება.
|
ილია და შიო ინგლისური ლექსით |
|
ღონისძიების ბოლო ალბომებით |
რა თქმა უნდა ამ ღონისძიებაშიც მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რამაც ცოტა შემაშინა და რამდენიმე წუთით დამაბნია კიდეც. ინგლისური მონაკვეთის დაწყებისას გიმნაზიას შეუწყდა ელექტრო ენერგია და რამდენიმე წუთით დარბაზი ჩაბნელდა. შევეცადე განმემუხტა სიტუაცია და გამემხნევებინა მოსწავლეები, მაგრამ სინათლე არ ჩანდა და იძულებული გავხდი რაღაც მეღონა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თინას-ჩვენი გიმნაზიის დირექტორის მოადგილეს, რომელმაც სწრაფად გადაწია დარბაზის ფარდები, რომ დღის სინათლეს შემოეღწია სივრცეში და მირჩია მუსიკალური და ტექნიკური გაფორმების გარეშე გამეგრძელებინა ღონისძიება. ეს კი მოხერხდა, მაგრამ სამწუხაროდ მოსწავლეებმა ფონოგრამის გარეშე იმღერეს.
|
სამახსოვრო ფოტო |
ღონისძიების დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ისევ ჩაირთო სინათლე. უკეთესი იქნებოდა ისევ გვემღერა იგივე სიმღერები ფონოგრამით და კედელზე მეჩვენებინა დაგვიანებული სლაიდ-შოუ, თუმცა მოფიქრება არ გინდა? ისე ვიყავი აღელვებული, ვეღარ მოვიფიქრე მსგავსი რამ.
|
მირიანი |
|
ილია და შიო ალბომის 1 -ლი გვერდიდან |
|
მე და მირიანი |
მაინც ბედნიერი ვიყავი მეც და ბავშვებიც. მათ რომ სცენაზე ვუყურებდი, ვხვდებოდი-როგორ გაზრდილან, როგორ ლამაზად ეჭირათ თავი პირველ დიდ სცენაზე, როგორ ჟღურტულებდნენ ალბომების თვალიერებისას და თვალებგაბრწყინებულები მოხტუნავდნენ ჩემსკენ ფოტოების გადასაღებად. მართლა გაიზარდნენ ჩემი პატარა ჩიტები ამ ერთ წელიწადში და მიხარია, თუკი მათი ხასიათის ერთი პატარა დეტალის გამოძერწვაში მაინც მივიღე მონაწილეობა.
No comments:
Post a Comment